Friday, April 8, 2011

1)”პოლონეთიდან დანახული საქართველო”

სქვეყნები ვითარდებიან და მათ შორის იქმნება გარკვეული დამოკიდებულება. საქართველოსა და პოლონეთის გზები ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში გადაიკვეთა, ეს ორივე ძველი ისტორიის სახელმწიფო რუსიფიკაციის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. ისინი თითქოს ერთი ბედის ქვეშ მოვდნენ.
დამოუკიდებელი სახელმწიფოების დონეზე პირველი კონტაქტი ამ ორ სახელმწიფოს შორის დამყარდა 1918 წლის ოქტომბერში, როცა თბილისში გაიხსნა პოლონეთის საელჩო კავკასიაში. იოსებ პილსუდსკის ხელმძღვანელს სწამდა რომ ჯერ საქართველოს რესპუბლიკასთან და შემდგომ კავკასიის ყველა რესპუბლიკასთან დაამყარებდა მჭიდრო პოლიტიკურ და სამხედრო კავშირს. პოლონეთის მთავრობას არც შემდგომში ემიგრაციაში წასულ მთავრობასთან (ჟორდანიას მთავრობა) გაუწყვეტია კავშირი.
პოლონეთ საქართველოს ურთიერთობა შემდგომშიც განივრცო და გაღრმავდა, კერძოდ კაჩენსკების მოღვაწეობის დროს, სწორედ პოლონეთის პრეზიდენტი და ქართველი ერის მეგობარი ლეხ კაჩენსკი ჩაუდგა ევროპელ ლიდერებს სათავეში და საქართველოსთვის მძიმე წუთებში ჩვენი ქვეყნის გვერდით დადგა. (2008წ.) მისი და მთელი პოლონეთის ელიტის ტრაგიკული გარდაცვალება კატინში (რუსეთის ფედერაცია) ქართველობამაც ისევე განიცადა როგორც პოლონელმა მოსახლეობამ. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა დღემდე რჩება თბილ მეგობრულ ურთიერთობად.
ჩვენს ერებს ხომ რამდენიმე საუკუნეა დაახლოებით ერთი პრობლემები და ბედი გვაქვს.

Wednesday, March 30, 2011

11) კომუნიზმიდან ლიბერალიზმისკენ

დაიშალა სამჭოთა კავშირი!!! ხალხი ბედნიერია.... იგრძნო თავისუფლების გემო..... რა გზას დაადგეს სახელმწიფო როგორი გზით განვითარდეს? დაისვა საკითხი, აშკარა გახდა რომ მარტო ნეიტრალური საქართველო ვერ შეძლებდა თავის დაცვას, ის უნდა გაერთიანდეს ისეთ ორგანიზაციებში რომლებიც მის უსაფრთხოებაზე იზრუნებს და არ ჩაერევა მის საშინაო საქმეებში. ქართველი ხალხი მიხვდა რომ ასეთი ორგანიზაციების მოძებნა მხოლოდ დასავლეთის სივრცეში შეეძლო და არჩევანი გაკეთდა რა თქმა უნდა ევრო ატლანტიკურ სტრუქტურებზე. (ნატო, ევროკავშირი და ა.შ.)
რა არის ევრო ატლანტიკური სფერო? ეს არის ლიბერალიზმისა და თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული ურთიერთობები, რომელიც ყველაზე დიდ გაზაქანს აძკლევს ადამიანის სრულ გამოხატვასა და რეალიზებას, ხოლო როგორც ისტორიამ გვაჩვენე სწორედ ადამიანთა სწორად რეალიზების შედეგად მიიღწევა სერიოსული წინსვლები ყველა დომეზე საზოგადოებისა, (დაწყებულიპიროვნულად ერთი ადამიანიდან, დამთავრებული მთელ კაცობრიობაზე).
საქართველომ გადაწყვეტილება მიიღო- გზა ნატოსკენ და ევროპისკენ (თავდაპირველად ნატო საქართველოში ქალის საპატივსაცემოდ დარმეული სახელი ეგონათ) . რა არის ნატო რისკენაც ასე მიისწრაფვის ჩვენი ერი და სახელმწიფო? NATO-OTAN იშიფრება როგორც ”ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია”. ნატო არის სამხედრო პოლიტიკური ალიანსი, მის შექმნას ხელი მოეწერა 1949 წლის 4 აპრილს, ვაშინგტონში (აშშ). ნატოს უპირველესი ამოცანაა: წევრი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების პოლიტიკური და სამხედრო საშუალებებით დაცვა. (ნატოს ეფექტურობა განვლილმა 60 მა წელმა დაადასტურა) ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი პრინციტია კოლექტიური თავდაცვა, რაც ნიშნავს, რომ თავდასხმა ალიანსის წევრ ნებისმიერ ქვეყანაზე ან ქვეყნებზე აღიქმება როგორც თავდასხმა ნატოს ყველა წევრ სახელმწიფოზე. ”ერთი ყველასათვის ყველა ერთისათვის.
ნატოში გაწევრიანებული ყვალა სუბიექტი ინარჩუნებს სუვერენიტეტს, ალიანსში გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსის გზით.
ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი, არც ნატოა გამონაკლისი შემთხვევა, ის შეიქმნა გარკვეული მიზეზების გამო 12 სახელმწიფოს მიერ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა შეასრულეს დადებული პირობა და შეამცირეს სამხედრო ყექნიკა და მოახდინეს ძალების დემობილიზება. მიუხედავად ამისა საბჭოთა მთავრობა  არ ჩქარობდა იგივე პროცესები დაეწყო, ის ევროპის ტერიტორიაზე ინარჩუნებდა სამხედრო ძალების სრულ შემადგენლობას. გახშირდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე თავდასხმის მუქარა საბჭოთა კავშირის მხრიდან,  ის აარსებდა მოძმე რესპუბლიკებს, ავრცელებდა (მახვილით) სოციალიზმს, გავლენის სფეროებში ავიწროებდა ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.
1947-1949 წლებში სიტუაცია მკვეთრად დაიძაბა. კომუნისტური აგრესიის რეალური საფრთხის წინაშე არმოჩნდნენ საბერძნეთი, ნორვეგია და თურქეთი. ანალოგიური სიტუაცია სუფევდა ევროპის სხვა ქვეყნებშიც. ცხადია აგრესიის შემთხვევაში ომისგან დასუსტებული ევროპა ვერ შეძლებდა თავდაცვას, ის ახალი ტრაგედიის მსხვერპლი გახდებოდა. ამ ფაქტების გათვალისწინებით 1948 წლის მარტში დასავლეთ ევროპის 5 მა ქვეყანამ - ბელგიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდებმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს ”ბრიუსელის პაქტს. ეს მიზნად ისახავდა  თავდაცვის საერთო სისტემის შექმნას. ხუთეული მალე მიხვდა რომ მარტო ვერაფერს გახდებოდნენ და მოლაპარაკებები დაიწყეს აშშ-სთან, კანადასთან, დანიასთან, ისლანდიასთან, იტალიასთან, ნორვეგიასა და პორტუგალიასთნ. მოლაპარაკებები 1949 წლის 4 აპრილის ხელშეკრულებით დამთავრდა (ვაშინგტონი, აშშ). ხელშეკრულების თანახმად შეიქმნა უსაფრთხოების ახალი სისტემა, რომელიც დაეფუძნა ამ თორმეტი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობასა და საერთო ფასეულობებს.
ალიანსმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა სსრკ დეგრადაციისა და საბოლოოდ დაშლის პროცესში, სორედ ნატოს დამსახურებაა ის რომ მოსკოვმა ვერ მოახერხა თავისი სურვილების განხორციელება, ევროპაში და მთლიანად მსოფლიოში.
საბჭოთა კავშირი დაიშალა.... დადგა საკითხი ნატოს არსებობის საჭიროების. დაიწყო მოლაპარაკებები ალიანსის დაშლის შესახებ, მაგრამ მოხდა
დიდი ტრაგედია, 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ ებს ტერაქტი მოუწყო ალქაიდამ, რომლის ხელმძღვანელობა ავღანეთში იყო, უსტორიაში პირველად ამოქმედებულ იქნა 14 მუხლიანი წესდების ერთ ერთი მნიშვნელოვანი პირობა, კოლექტიური თავდაცვის შესახებ (ალიანსის ერთ ან რამდენიმე წევრ სახელმწიფოზე დავდასხმა აღიქმება როიგორც თავდასხმა ყველა წევრ სახელმწიფოზე. კითხვის ნიშნები გაქრა, აშკარად გამოჩდა ალიანსისი არსებობის აუცილებლობა, კაცობრიობას აღარ აწუხებდა საბჭოთა კავშირის არებობა, მაგრამ არანაკლებ საფრთხეს ქმნდა ტერორიზმი. ტერორიზმის დასამარცხებლად კი ერთობლივიკოორდინირებული მუშაობა იყო საჭირო.
საქართველო ნატოს ურთიერთობას ხანგრძლივი ისტორია აქვს ის 1992 წლიდან იწყება.










Saturday, March 26, 2011

10)ვარდების რევოლუცია და შემდგომი სიტუაცია საქართველოში




9)დამოუკიდებლობის მოპოვება




საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამ (1991 .), ცხადია, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერების გაძლიერება გამოიწვია. ერი შემობრუნდა ეკლესიისკენ. საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა შეგნებულად უარყო ათეიზმის ეპოქაში შემუშავებული სტერეოტიპები, თუმცა დღემდე ჯერ კიდევ არის შემორჩენილი საბჭოთა მენტალობისთვის დამახასითებელი ფსევდო ფასეულობები, რომელიც სამწუხაროდ ეროვნულად და ქართულად აღიქმება!!
საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის (1991 .) შემდეგ საქართველო იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რა მდგომარეობაშიც იყო იგი 1918-1921 წლებში. XX საუკუნის 90-იან წლებსა და XXI საუკუნის დამდეგს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერების საღად ჩამოყალიბებას ხელი შეუშალა მრავალმა ფაქტორმა, მათ შორის აღსანიშნავია შემდეგი:

საქართველოს ეროვნული ხელისუფლების ოპოზიციის მიერ გარე ძალის (რუსეთის) პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერით პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა (1991 წლის დეკემბერი-1992 წლის იანვარი) და მომდევნო წლების სისხლიანი დაპირისპირება რუსეთსა და საქართველოს შორის, რომელიც დღემდე .. სამოქალაქო ომად ინათლება.
მხედრიონის გაუგონარი თარეში ქვეყანაში, მშვიდობიანი მოსახლეობის აწიოკება ”კანონის” სახელით

ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში (1992-2003 წწ.) სახელმწიფოებრიობის მოშლა, უკანონობა, ძალმომრეობა, შეიარაღებული ბანდების თარეში, კორუფცია, კლანების ბატონობა.

ეკონომიკური სიდუხჭირე და მოსახლეობის დიდი ნაწილის გაღატაკება.

ლუკმაპურის საძიებლად ქართველთა უცხოეთში გადახვეწა, სამშობლოდან დიდი ხნით მოწყვეტა.

წარუმატებლობა არმიის შექმნის საქმეში, სუსტი არმიის პრესტიჟის დაცემა.

ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და რუსეთის მიერ .. ”სეპარატისტული დე ფაქტომთავრობების დასმა აფხაზეთსა და შიდა ქართლის ნაწილში (ცხინვალის რეგიონში); მათგან საქართველოს ამ ისტორიულ მიწა-წყალზე ქართველთა გენოციდი.



Friday, March 25, 2011

8) ეროვნული მოძრაობის გააქტიურება საქართველოში











საქართველოს მოსახლეობა თანდათან ხვდებოდა რომ საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანის მიერ ”დიად კომუნიზნზე” საუბარი მხოლოდ ილუზია იყო, მას განხორციელება არ ეწერა. უტოპიურ სოციალიზმი ისტორიულ ჭაობში ეშვებოდა, (არადა თვით კომუნისტები აცხადებდნენ რომ ჭაობი და გახრწნილება დასავლეთის კაპიტალიზმს ელოდა) კომუნისტურ ბანაკში მცხოვრები ხალხებმა დაიწყეს ეროვნული თვით გამორკვევა. არც საქართველო იყო გამონაკლისი და XX საუკუნის 70-80-იან წლებში, თავი იჩინა ეროვნული ცნობიერების გაღვივებამ. ”საბჭოთა ქართველებისთვის” ცნებები - ”საბჭოთა პატრიოტიზმი,” ”საბჭოთა მოქალაქეობა,” ”საბჭოთა სამშობლო,” ”საბჭოთა კულტურა,” ”საბჭოთა მორალი” - მხოლოდ ღიმილს მომგვრელი და არადამაჯერებელი აღმოჩნდა ხალხისთვის, ისახებოდა ახალი სვლა ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაბის დაწყებისა. ეროვნულ მოძრაობას სათავეში ჩაუდგნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. მათი უპირველესი მიზანი ეროვნული ცნობიერების ამაღლება იყო. (სხვა საკითხია რამდენად ეფექტურად ახორციელებდნენ დასახულ მიზანს) სწორედ მათი ქმედებებითა და მთლიანად მსოფლიოში გავითარებული გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე საქართველომ (და არა მარტო, ყველა საბჭოთა რესპუბლიკამ) მოიპოვა ეროვნული დამოუკიდებლობა.

Thursday, March 24, 2011

7) გაწითლება და საბჭოთა პროპაგანდის ზემოქმედება ქართველთა ცნობიერებაზე










1921 წლის თებერვალ მარტში რუსეთმა დაიპყრო და გააწითლა საქართველო. გაუქმდა მისი დამოუკიდებლობა. ნ. ჯორდანიას ხელისუფლებამ ვერ შეძლო მისი შენარჩუნება, ვერც იდეოლოგიურად ვერც ძალით. დამყარდა საბჭოთა მმართველობა, შეიქმნა რევკომი, ხელისუფლების მიერ მოსახლეობის დაყოფა საბჭოთა წყობილების მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, რევოლუციონერებად და კონტრ-რევოლუციონერებად, წითლებად და თეთრებად, ინტერნაციონალისტებად და ნაციონალისტებად, ათეისტებად და თეისტებად, პროლეტარებად და ბურჟუებად თავისთავად გამორიცხავდა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებას. ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს შემდეგი:

საბჭოთა (ბოლშევიკურმა) იდეოლოგიამ და მასზე დამყარებულმა პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და სოციალურმა სისტემამ რეალურად ფართო ასპარეზი გაუხსნა ველიკორუსულ შოვინიზმს. სამაგიეროდ დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადეს სხვა ერების, მათ შორის ქართველების, ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ცნობიერებას. პატრიოტიზმის (საბჭოთა პატრიოტიზმის) და მოქალაქეობის (საბჭოთა მოქალაქეობის) შეგრძნება მოსახლეობაში ნამდვილად იყო. ეს შეგრძნება ყალიბდებოდა არა ბუნებრივად, საბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდის დახვეწილი დემაგოგიის წყალობით. აგიტაციისა და პროპაგანდის ღერძი იყო ძველი წყობილების აღდგენის საფრთხეზე მინიშნება. მუშებს აშინებდნენ იმით, რომ ძველი წყობილების აღდგენის შემთხვევაში ქარხნებსა და ფაბრიკებს კვლავ ბურჟუები დაეუფლებოდნენ. გლეხობაში თესდნენ მემამულური მიწათმფლობელობის აღდგენის შიშს. ამასთან ერთად მოხერხებულად იქმნებოდა ქვეყნის მართვაში ხალხის მონაწილეობის ილუზია. ცხადია, საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი საბჭოთა წყობილებისადმი სიმპათიით იმსჭვალებოდა და ხელისუფლების მხარდამჭერად გვევლინებოდა. ეს არ ეხება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც იმთავითვე კარგად ხედავდა საბჭოთა პროპაგანდის მთელ სიცრუეს. მათი თითქმის უმრავლესობა გაანადგურეს. ზოგი დახვრიტეს, ზოგი გადაასახლეს, ზოგიც წამეცით მოკლეს, საზოგადოების აზრის შემქმნელთა ნაწილი საქართველოდან გაიქცა ემიგრაციაში. საქართველოში კი საბჭოთა პროპაგანდის შედეგად ჩამოყალიბება დაიწყო ფსევდო ფასეულობებით გამსჭვალული საზოგადოების ჩამოყალიბება.