Saturday, March 26, 2011

9)დამოუკიდებლობის მოპოვება




საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამ (1991 .), ცხადია, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერების გაძლიერება გამოიწვია. ერი შემობრუნდა ეკლესიისკენ. საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა შეგნებულად უარყო ათეიზმის ეპოქაში შემუშავებული სტერეოტიპები, თუმცა დღემდე ჯერ კიდევ არის შემორჩენილი საბჭოთა მენტალობისთვის დამახასითებელი ფსევდო ფასეულობები, რომელიც სამწუხაროდ ეროვნულად და ქართულად აღიქმება!!
საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის (1991 .) შემდეგ საქართველო იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რა მდგომარეობაშიც იყო იგი 1918-1921 წლებში. XX საუკუნის 90-იან წლებსა და XXI საუკუნის დამდეგს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერების საღად ჩამოყალიბებას ხელი შეუშალა მრავალმა ფაქტორმა, მათ შორის აღსანიშნავია შემდეგი:

საქართველოს ეროვნული ხელისუფლების ოპოზიციის მიერ გარე ძალის (რუსეთის) პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერით პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა (1991 წლის დეკემბერი-1992 წლის იანვარი) და მომდევნო წლების სისხლიანი დაპირისპირება რუსეთსა და საქართველოს შორის, რომელიც დღემდე .. სამოქალაქო ომად ინათლება.
მხედრიონის გაუგონარი თარეში ქვეყანაში, მშვიდობიანი მოსახლეობის აწიოკება ”კანონის” სახელით

ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში (1992-2003 წწ.) სახელმწიფოებრიობის მოშლა, უკანონობა, ძალმომრეობა, შეიარაღებული ბანდების თარეში, კორუფცია, კლანების ბატონობა.

ეკონომიკური სიდუხჭირე და მოსახლეობის დიდი ნაწილის გაღატაკება.

ლუკმაპურის საძიებლად ქართველთა უცხოეთში გადახვეწა, სამშობლოდან დიდი ხნით მოწყვეტა.

წარუმატებლობა არმიის შექმნის საქმეში, სუსტი არმიის პრესტიჟის დაცემა.

ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და რუსეთის მიერ .. ”სეპარატისტული დე ფაქტომთავრობების დასმა აფხაზეთსა და შიდა ქართლის ნაწილში (ცხინვალის რეგიონში); მათგან საქართველოს ამ ისტორიულ მიწა-წყალზე ქართველთა გენოციდი.



No comments:

Post a Comment