



საბჭოთა (ბოლშევიკურმა) იდეოლოგიამ და მასზე დამყარებულმა პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და სოციალურმა სისტემამ რეალურად ფართო ასპარეზი გაუხსნა ველიკორუსულ შოვინიზმს. სამაგიეროდ დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადეს სხვა ერების, მათ შორის ქართველების, ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ცნობიერებას. პატრიოტიზმის (საბჭოთა პატრიოტიზმის) და მოქალაქეობის (საბჭოთა მოქალაქეობის) შეგრძნება მოსახლეობაში ნამდვილად იყო. ეს შეგრძნება ყალიბდებოდა არა ბუნებრივად, საბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდის დახვეწილი დემაგოგიის წყალობით. აგიტაციისა და პროპაგანდის ღერძი იყო ძველი წყობილების აღდგენის საფრთხეზე მინიშნება. მუშებს აშინებდნენ იმით, რომ ძველი წყობილების აღდგენის შემთხვევაში ქარხნებსა და ფაბრიკებს კვლავ ბურჟუები დაეუფლებოდნენ. გლეხობაში თესდნენ მემამულური მიწათმფლობელობის აღდგენის შიშს. ამასთან ერთად მოხერხებულად იქმნებოდა ქვეყნის მართვაში ხალხის მონაწილეობის ილუზია. ცხადია, საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი საბჭოთა წყობილებისადმი სიმპათიით იმსჭვალებოდა და ხელისუფლების მხარდამჭერად გვევლინებოდა. ეს არ ეხება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც იმთავითვე კარგად ხედავდა საბჭოთა პროპაგანდის მთელ სიცრუეს. მათი თითქმის უმრავლესობა გაანადგურეს. ზოგი დახვრიტეს, ზოგი გადაასახლეს, ზოგიც წამეცით მოკლეს, საზოგადოების აზრის შემქმნელთა ნაწილი საქართველოდან გაიქცა ემიგრაციაში. საქართველოში კი საბჭოთა პროპაგანდის შედეგად ჩამოყალიბება დაიწყო ფსევდო ფასეულობებით გამსჭვალული საზოგადოების ჩამოყალიბება.
marTla saintereso blogia!!!! me xSirad wavikiTxav mas :)))
ReplyDelete