სქვეყნები ვითარდებიან და მათ შორის იქმნება გარკვეული დამოკიდებულება. საქართველოსა და პოლონეთის გზები ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში გადაიკვეთა, ეს ორივე ძველი ისტორიის სახელმწიფო რუსიფიკაციის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. ისინი თითქოს ერთი ბედის ქვეშ მოვდნენ.
დამოუკიდებელი სახელმწიფოების დონეზე პირველი კონტაქტი ამ ორ სახელმწიფოს შორის დამყარდა 1918 წლის ოქტომბერში, როცა თბილისში გაიხსნა პოლონეთის საელჩო კავკასიაში. იოსებ პილსუდსკის ხელმძღვანელს სწამდა რომ ჯერ საქართველოს რესპუბლიკასთან და შემდგომ კავკასიის ყველა რესპუბლიკასთან დაამყარებდა მჭიდრო პოლიტიკურ და სამხედრო კავშირს. პოლონეთის მთავრობას არც შემდგომში ემიგრაციაში წასულ მთავრობასთან (ჟორდანიას მთავრობა) გაუწყვეტია კავშირი.
პოლონეთ საქართველოს ურთიერთობა შემდგომშიც განივრცო და გაღრმავდა, კერძოდ კაჩენსკების მოღვაწეობის დროს, სწორედ პოლონეთის პრეზიდენტი და ქართველი ერის მეგობარი ლეხ კაჩენსკი ჩაუდგა ევროპელ ლიდერებს სათავეში და საქართველოსთვის მძიმე წუთებში ჩვენი ქვეყნის გვერდით დადგა. (2008წ.) მისი და მთელი პოლონეთის ელიტის ტრაგიკული გარდაცვალება კატინში (რუსეთის ფედერაცია) ქართველობამაც ისევე განიცადა როგორც პოლონელმა მოსახლეობამ. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა დღემდე რჩება თბილ მეგობრულ ურთიერთობად.
ჩვენს ერებს ხომ რამდენიმე საუკუნეა დაახლოებით ერთი პრობლემები და ბედი გვაქვს.
ბლოგში მოცემულია მოკლე ექსკურსი წარსულში, რომელმაც ჩამოაყალიბა და აყალიბებს დღევანდელ ქართულ ცნობიერებას.
Showing posts with label tavisuflebis mopoveba. Show all posts
Showing posts with label tavisuflebis mopoveba. Show all posts
Friday, April 8, 2011
Wednesday, March 30, 2011
11) კომუნიზმიდან ლიბერალიზმისკენ
დაიშალა სამჭოთა კავშირი!!! ხალხი ბედნიერია.... იგრძნო თავისუფლების გემო..... რა გზას დაადგეს სახელმწიფო როგორი გზით განვითარდეს? დაისვა საკითხი, აშკარა გახდა რომ მარტო ნეიტრალური საქართველო ვერ შეძლებდა თავის დაცვას, ის უნდა გაერთიანდეს ისეთ ორგანიზაციებში რომლებიც მის უსაფრთხოებაზე იზრუნებს და არ ჩაერევა მის საშინაო საქმეებში. ქართველი ხალხი მიხვდა რომ ასეთი ორგანიზაციების მოძებნა მხოლოდ დასავლეთის სივრცეში შეეძლო და არჩევანი გაკეთდა რა თქმა უნდა ევრო ატლანტიკურ სტრუქტურებზე. (ნატო, ევროკავშირი და ა.შ.)
რა არის ევრო ატლანტიკური სფერო? ეს არის ლიბერალიზმისა და თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული ურთიერთობები, რომელიც ყველაზე დიდ გაზაქანს აძკლევს ადამიანის სრულ გამოხატვასა და რეალიზებას, ხოლო როგორც ისტორიამ გვაჩვენე სწორედ ადამიანთა სწორად რეალიზების შედეგად მიიღწევა სერიოსული წინსვლები ყველა დომეზე საზოგადოებისა, (დაწყებულიპიროვნულად ერთი ადამიანიდან, დამთავრებული მთელ კაცობრიობაზე).
საქართველომ გადაწყვეტილება მიიღო- გზა ნატოსკენ და ევროპისკენ (თავდაპირველად ნატო საქართველოში ქალის საპატივსაცემოდ დარმეული სახელი ეგონათ) . რა არის ნატო რისკენაც ასე მიისწრაფვის ჩვენი ერი და სახელმწიფო? NATO-OTAN იშიფრება როგორც ”ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია”. ნატო არის სამხედრო პოლიტიკური ალიანსი, მის შექმნას ხელი მოეწერა 1949 წლის 4 აპრილს, ვაშინგტონში (აშშ). ნატოს უპირველესი ამოცანაა: წევრი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების პოლიტიკური და სამხედრო საშუალებებით დაცვა. (ნატოს ეფექტურობა განვლილმა 60 მა წელმა დაადასტურა) ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი პრინციტია კოლექტიური თავდაცვა, რაც ნიშნავს, რომ თავდასხმა ალიანსის წევრ ნებისმიერ ქვეყანაზე ან ქვეყნებზე აღიქმება როგორც თავდასხმა ნატოს ყველა წევრ სახელმწიფოზე. ”ერთი ყველასათვის ყველა ერთისათვის.
ნატოში გაწევრიანებული ყვალა სუბიექტი ინარჩუნებს სუვერენიტეტს, ალიანსში გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსის გზით.
ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი, არც ნატოა გამონაკლისი შემთხვევა, ის შეიქმნა გარკვეული მიზეზების გამო 12 სახელმწიფოს მიერ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა შეასრულეს დადებული პირობა და შეამცირეს სამხედრო ყექნიკა და მოახდინეს ძალების დემობილიზება. მიუხედავად ამისა საბჭოთა მთავრობა არ ჩქარობდა იგივე პროცესები დაეწყო, ის ევროპის ტერიტორიაზე ინარჩუნებდა სამხედრო ძალების სრულ შემადგენლობას. გახშირდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე თავდასხმის მუქარა საბჭოთა კავშირის მხრიდან, ის აარსებდა მოძმე რესპუბლიკებს, ავრცელებდა (მახვილით) სოციალიზმს, გავლენის სფეროებში ავიწროებდა ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.
1947-1949 წლებში სიტუაცია მკვეთრად დაიძაბა. კომუნისტური აგრესიის რეალური საფრთხის წინაშე არმოჩნდნენ საბერძნეთი, ნორვეგია და თურქეთი. ანალოგიური სიტუაცია სუფევდა ევროპის სხვა ქვეყნებშიც. ცხადია აგრესიის შემთხვევაში ომისგან დასუსტებული ევროპა ვერ შეძლებდა თავდაცვას, ის ახალი ტრაგედიის მსხვერპლი გახდებოდა. ამ ფაქტების გათვალისწინებით 1948 წლის მარტში დასავლეთ ევროპის 5 მა ქვეყანამ - ბელგიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდებმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს ”ბრიუსელის პაქტს. ეს მიზნად ისახავდა თავდაცვის საერთო სისტემის შექმნას. ხუთეული მალე მიხვდა რომ მარტო ვერაფერს გახდებოდნენ და მოლაპარაკებები დაიწყეს აშშ-სთან, კანადასთან, დანიასთან, ისლანდიასთან, იტალიასთან, ნორვეგიასა და პორტუგალიასთნ. მოლაპარაკებები 1949 წლის 4 აპრილის ხელშეკრულებით დამთავრდა (ვაშინგტონი, აშშ). ხელშეკრულების თანახმად შეიქმნა უსაფრთხოების ახალი სისტემა, რომელიც დაეფუძნა ამ თორმეტი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობასა და საერთო ფასეულობებს.
ალიანსმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა სსრკ დეგრადაციისა და საბოლოოდ დაშლის პროცესში, სორედ ნატოს დამსახურებაა ის რომ მოსკოვმა ვერ მოახერხა თავისი სურვილების განხორციელება, ევროპაში და მთლიანად მსოფლიოში.
საბჭოთა კავშირი დაიშალა.... დადგა საკითხი ნატოს არსებობის საჭიროების. დაიწყო მოლაპარაკებები ალიანსის დაშლის შესახებ, მაგრამ მოხდა
დიდი ტრაგედია, 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ ებს ტერაქტი მოუწყო ალქაიდამ, რომლის ხელმძღვანელობა ავღანეთში იყო, უსტორიაში პირველად ამოქმედებულ იქნა 14 მუხლიანი წესდების ერთ ერთი მნიშვნელოვანი პირობა, კოლექტიური თავდაცვის შესახებ (ალიანსის ერთ ან რამდენიმე წევრ სახელმწიფოზე დავდასხმა აღიქმება როიგორც თავდასხმა ყველა წევრ სახელმწიფოზე. კითხვის ნიშნები გაქრა, აშკარად გამოჩდა ალიანსისი არსებობის აუცილებლობა, კაცობრიობას აღარ აწუხებდა საბჭოთა კავშირის არებობა, მაგრამ არანაკლებ საფრთხეს ქმნდა ტერორიზმი. ტერორიზმის დასამარცხებლად კი ერთობლივიკოორდინირებული მუშაობა იყო საჭირო.
საქართველო ნატოს ურთიერთობას ხანგრძლივი ისტორია აქვს ის 1992 წლიდან იწყება.
საბჭოთა კავშირი დაიშალა.... დადგა საკითხი ნატოს არსებობის საჭიროების. დაიწყო მოლაპარაკებები ალიანსის დაშლის შესახებ, მაგრამ მოხდა
დიდი ტრაგედია, 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ ებს ტერაქტი მოუწყო ალქაიდამ, რომლის ხელმძღვანელობა ავღანეთში იყო, უსტორიაში პირველად ამოქმედებულ იქნა 14 მუხლიანი წესდების ერთ ერთი მნიშვნელოვანი პირობა, კოლექტიური თავდაცვის შესახებ (ალიანსის ერთ ან რამდენიმე წევრ სახელმწიფოზე დავდასხმა აღიქმება როიგორც თავდასხმა ყველა წევრ სახელმწიფოზე. კითხვის ნიშნები გაქრა, აშკარად გამოჩდა ალიანსისი არსებობის აუცილებლობა, კაცობრიობას აღარ აწუხებდა საბჭოთა კავშირის არებობა, მაგრამ არანაკლებ საფრთხეს ქმნდა ტერორიზმი. ტერორიზმის დასამარცხებლად კი ერთობლივიკოორდინირებული მუშაობა იყო საჭირო.
საქართველო ნატოს ურთიერთობას ხანგრძლივი ისტორია აქვს ის 1992 წლიდან იწყება.
Saturday, March 26, 2011
9)დამოუკიდებლობის მოპოვება

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამ (1991 წ.), ცხადია, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერების გაძლიერება გამოიწვია. ერი შემობრუნდა ეკლესიისკენ. საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა შეგნებულად უარყო ათეიზმის ეპოქაში შემუშავებული სტერეოტიპები, თუმცა დღემდე ჯერ კიდევ არის შემორჩენილი საბჭოთა მენტალობისთვის დამახასითებელი ფსევდო ფასეულობები, რომელიც სამწუხაროდ ეროვნულად და ქართულად აღიქმება!! საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის (1991 წ.) შემდეგ საქართველო იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რა მდგომარეობაშიც იყო იგი 1918-1921 წლებში. XX საუკუნის 90-იან წლებსა და XXI საუკუნის დამდეგს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერების საღად ჩამოყალიბებას ხელი შეუშალა მრავალმა ფაქტორმა, მათ შორის აღსანიშნავია შემდეგი:
საქართველოს ეროვნული ხელისუფლების ოპოზიციის მიერ გარე ძალის (რუსეთის) პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერით პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა (1991 წლის დეკემბერი-1992 წლის იანვარი) და მომდევნო წლების სისხლიანი დაპირისპირება რუსეთსა და საქართველოს შორის, რომელიც დღემდე ე.წ. სამოქალაქო ომად ინათლება.
ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში (1992-2003 წწ.) სახელმწიფოებრიობის მოშლა, უკანონობა, ძალმომრეობა, შეიარაღებული ბანდების თარეში, კორუფცია, კლანების ბატონობა.
ეკონომიკური სიდუხჭირე და მოსახლეობის დიდი ნაწილის გაღატაკება.
ლუკმაპურის საძიებლად ქართველთა უცხოეთში გადახვეწა, სამშობლოდან დიდი ხნით მოწყვეტა.
წარუმატებლობა არმიის შექმნის საქმეში, სუსტი არმიის პრესტიჟის დაცემა.
ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და რუსეთის მიერ ე.წ. ”სეპარატისტული დე ფაქტო” მთავრობების დასმა აფხაზეთსა და შიდა ქართლის ნაწილში (ცხინვალის რეგიონში); მათგან საქართველოს ამ ისტორიულ მიწა-წყალზე ქართველთა გენოციდი.
Friday, March 25, 2011
8) ეროვნული მოძრაობის გააქტიურება საქართველოში





საქართველოს მოსახლეობა თანდათან ხვდებოდა რომ საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანის მიერ ”დიად კომუნიზნზე” საუბარი მხოლოდ ილუზია იყო, მას განხორციელება არ ეწერა. უტოპიურ სოციალიზმი ისტორიულ ჭაობში ეშვებოდა, (არადა თვით კომუნისტები აცხადებდნენ რომ ჭაობი და გახრწნილება დასავლეთის კაპიტალიზმს ელოდა) კომუნისტურ ბანაკში მცხოვრები ხალხებმა დაიწყეს ეროვნული თვით გამორკვევა. არც საქართველო იყო გამონაკლისი და XX საუკუნის 70-80-იან წლებში, თავი იჩინა ეროვნული ცნობიერების გაღვივებამ. ”საბჭოთა ქართველებისთვის” ცნებები - ”საბჭოთა პატრიოტიზმი,” ”საბჭოთა მოქალაქეობა,” ”საბჭოთა სამშობლო,” ”საბჭოთა კულტურა,” ”საბჭოთა მორალი” - მხოლოდ ღიმილს მომგვრელი და არადამაჯერებელი აღმოჩნდა ხალხისთვის, ისახებოდა ახალი სვლა ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაბის დაწყებისა. ეროვნულ მოძრაობას სათავეში ჩაუდგნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. მათი უპირველესი მიზანი ეროვნული ცნობიერების ამაღლება იყო. (სხვა საკითხია რამდენად ეფექტურად ახორციელებდნენ დასახულ მიზანს) სწორედ მათი ქმედებებითა და მთლიანად მსოფლიოში გავითარებული გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე საქართველომ (და არა მარტო, ყველა საბჭოთა რესპუბლიკამ) მოიპოვა ეროვნული დამოუკიდებლობა.
Thursday, March 24, 2011
6) ერის ცნობიერება 1918-1921 წლებში



1917 წლის რევოლუციებისა და პირველი მსოფლიო ომის გამო რუსეთის იმპერიას საქართველოს პრობლემისთვის აღარ ეცალა. რის შედეგადაც საქართველოს ლანგარზე დადებული თავისულება მოუვიდა, ხელისუფლებაში კი რუსული სოციალ დეოკრატების ქართული შტო მოვიდა, რომლის მიზანსაც რუსეთში ლენინის დამარცხების და სოციალ დემოკრატების მოსვლის შემდეგ, კვლავ მის შემადგენლობაში შესვლა იყო ავტონომიის უფლებით. აირჩა დამფუძნებელი კრება, რომელსაც ახალი ქართული სახელმწიფოს დაარსებისთვის უნდა ეზრუნა. ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერება დამფუძნებელი კრების არჩევნების პერიოდში აშკარად დაჩრდილა პარტიულ-კლანურმა ცნობიერებამ. დამფუძნებელი კრების წევრი ვერ გახდა ბევრი ცნობილი ეროვნული მოღვაწე, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი, იმჟამად უკვე საქვეყნოდ ცნობილი ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი. დამფუძნებელი კრების არჩევნებში სოციალ-დემოკრატებმა წარმოუდგენელ შედეგებს მიაღწიეს - დაამარცხეს არა მარტო ეროვნულ-დემოკრატები, არამედ სოციალისტური ორიენტაციის პარტიებიც. ამრიგად, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს დაეპატრონა უკვე სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკური ელიტა, რომელიც ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერების განმტკიცებაზე ვერ იზრუნებდა, რადგან თვითონ პარტიულ-კლანური ცნობიერების მატარებელი იყო. თუმცა მაინც იმ პერიოდს საქართველოს ისტორიისთვის და ხალხის ცნობიერებისთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა, მოსახლეობაში გაჩნდა გარკვეული ეროვნული სულისკვეთება (განსაკუთრებით ახალგაზრდებში), რაც ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს არსებობისთვის. ამ პერიოდში საქართველომ მრავალი წარმატება მოიპოვა სამხედრო მოქმედებებში სომხეთთან, ოსეთთან და რუსეთთან გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ხსლმძღვანელობით.
3) ცნოფიერების ჩამოყალიბება
საზოგადოების ცნობიერების ჩამოყალიბება რთული, ხანგრძლივი და ისტორიული პროცესია. ამ პროცესზე ბევრი რამ ახდენს გავლენას. ჩვეულებრივ ეროვნული ცნობიერების გაჩენა წინ უსწრებს სახელმწიფოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებას. სახელმწიფოს წარმოშობა თავისთავად ხელს უწყობს ეროვნული ცნობიერების გაძლიერებას, რადგან სახელმწიფოებრივი ცნობიერება სწორედ ეროვნულ ცნობიერებას ემყარება. ეს ორი ფენომენი ქმნის სახელმწიფოს ძლიერების საფუძველს.
1) ადამიანის ცნობიერების ცვლილება საქართველოში
ჯგუფი №12-2
ტ.№ 898699274
ელ_ფოსტა: Mikheili.bochorishvili.1@iliauni.edu.ge
ადამიანის ცნობიერების ცვლილება საქართველოში
გაჩდა სამყარო და იმ დღიდან დაიწყო ცვლილებები ჩვენს სამყაროში, ვითარდებოდა და იხვეწებოდა სამყარო, იქმნებოდა ახალი, დავიწყებას ეძლეოდა ძველი . შეიცვალა ადამიანის ცნობიერებაც. ჩვენს საზოგადოებაც არ არის გამონაკლისი, ისიც შეიცვალა და დღეს მოვიდა ისეთდ როგორსაც ვხედავთ, თუმცა კანონზომიერია რომ ის შეიცვლება. ადამიანის ცნობერების ცვლილებას აჩქარებს საზოგადოებაში მომხდარი ცვლილებები, რომელიც შესაძლოა იყოს პოლიტიკური, კულტურული, ტექნოლოგიური და სხვა.
საქართველოში ბოლო საუკუნის განმავლობაში მრავალი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. შეიცვალა სახელმწიფო წყობილებები, შეიცვალა მრავალი პოლიტიკური იდეოლოგია:
1. მონარქიული, შეიცვალა სოციალ დეომოკრატიულით, მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა (1918-21).
2. შემდეგ საბჭოთა ანექსია და კომუნისტური მმართველობის 70 წელი.
3. საბჭოთა რეპრესიები და მეორე მსოფილო ომის შემდგომი ცნობიერება
4. ოთხმოციან წლებში ჩვენს ქვეყანაში დაიწყო ეროვნული მოძრაობა, რასაც ქართველი ერის ეროვნული გათავისუფლება მოჰყვა,
5. შემდეგ იყო ძმათა ომი და სეპარატისტული რეგიონების კონფლიქტები, კომუნიზმის ტირანია შეცვალა ცუდად გაგებულმა თავისულებამ, თავისულებამ რომელიც ანარქიამდე ადიოდა,
6. შემდგომ მოხდა ხელისუფლებათა რევოლუციური ცვლილებები, კომუნისტური წარსულის მთავრობა ჩაანაცვლა პრო დასავლურმა ახალგაზრდა მთავრტობამ, მას დიდ ნაკადად მოჰყვა დასავლური ფასეულობები, თუმცა ხშირად ეს სწორად ვერ გაიგო ხალხმა,
7. 2008 წელს მოხდა ტრაგედია საქართველო კვლავ ომში ჩათრეული აღმოჩნდა, რამაც ძირეული ცვლილებები მოახდინა ქვეყანაში. ყოველივე ამან გამოიწვია ადამიანინის ცნობიერების ფორმირება მრავალგზის.
ბოლო საუკუნის ცვლილებებთან დაკავშირებით მრავალი ინფორმაცია არსებობს, მაგ: ინტერნეტი, მუზეუმები, ადამიანთა გადმოცემა, მაშინდელი პერიოდული პრეზა, პერიოდისთვის დამახასიათებელი ხელოვნება და ლიტერატურა, ფოტო თუ ვიდეო მასალა. სწორედ მათი დახმარებით მსურს წარმოგიდგინოთ მომდევნო სტატიებში ჩემეული ხედვა ამ მოვლენებთან მიმართებაში.
Subscribe to:
Posts (Atom)










