



პრეზიდენტ შევარდნაძის დროს საზოგადოებაში საშინელი სოციალური ფონი იყო, არიყო ადამიანისთვის პირველადი არსებობის საშუალებები, წყალი, პური, გაზი, დენი. მოსახლეობამ 13 უშუქობისა და შიმშილობის წელი გადაიტანა, ხალხის მდგომარეობას ისიც ართულებდა რომ სახელმწიფოს უამრავი იძულებით გადაადგილებული ადამიანი ეწვა კისრზე, მცირედი წარმატებები უძლური აღმოჩნდა კორუფციისა და სიღარიბის დაძლევის საქმეში, მოსახლეობას ყოველ ნაბიჯზე ქრთამის გადახდა უწევდა.
მოსახლეობაში პროტესტის ტალღა იზრდებოდა, მან პიკს 2003 წლის 2 ნოებმბერს ჩატარებული არჩევნების გაყალბების დროს მიაღწია, მშიერ ხალხს ხმის უფლებაც წაართვა ხელისუფლებამ. ხალხი ქუჩაში გამოვიდა, ასიათასობით კაცი პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდა. 23 ნოემბერს სამეულისა (სააკაშვილი, ჟვანია, ბურჯანაძის) და ხალხის ერთად დგომით პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გადადგა. უსისხლო, ხავერდოვანი, ვარდების რევოლუციის გზით. ქვეყანა უფრო და უფრო დაუახლოვდა ევროპულ ფასეულობებს, გამარტივდა მიმოსვლა, ქვეყანამ მიიღო საყოველთაო მხარდაჭერა და აღიარება საერთაშორისო ასპარეზზე, არა მარტო წარმატებების დროს არამედ დიდი ტრაგედიის დროსაც, როდესაც საქართველო ანექსირებულ იქნა რუსეთის ჯარების მიერ.


განათლების რეფორმა აღმოჩნდა ერთერთი ყველაზე მტკივნეული, ხელისუფლებამ მოახერხა ის რომ სკოლები ნაწილობრივ გადავიდნნ ევროპულ ყაიდაზე, დაიხვეწა ძველი პროგრამები (თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია). უნივერსიტეტებიდან გაიტანეს მისაღები გამოცდები, დღეს მას სახელმწიფო ატარებს, ეროვნული გამოცდების სახით, თავდაპირველად ამ გადაწყვეტილებას უარყოფით რეზონანსი მოჰყვა საზოგადოებაში, თუმცა როგორც დრომ გვაჩვენა რეფორმამ გაამართლა და დღეს ამ სფეროში კორუფცია მინიმამუმდეა დასული.
ქვეყნის აღებული გეზი რომელიც ევრო ატლანტიკური ალიანსებისკენაა მიმართული მრავალ პასუხისმგებლობას აკისრებს სახელმწიფოს, მათგან ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად მოაზროვნე სოციუმის ჩამოყალიბება, სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ამ მხრივ საზოგადოება შეიძლება ითქვას რომ გაიზარდა ამ ცოტა ხნის მანძილზე.
ეს ყოველივე მოქმედებს ადამიანოს და მთლიანად ერის ცნობიერების დონეზე, თუმცა საკითხავია რომელმა მოვლენამ იქონია ყველაზე დიდი გავლენა საზოგადოებაზე? მოსახლეობის გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის რომ ეს იყო 2008 წლის აგვისტოს ომი, ომი რომლის დროსაც რუსეთი შემოიჭრა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ვითომდა მცირე ერების დასაცავად და მოახდინა თითქმის ნახევარი სახელმწიფოს ოკუპაცია.
No comments:
Post a Comment