Thursday, March 24, 2011

6) ერის ცნობიერება 1918-1921 წლებში




1917 წლის რევოლუციებისა და პირველი მსოფლიო ომის გამო რუსეთის იმპერიას საქართველოს პრობლემისთვის აღარ ეცალა. რის შედეგადაც  საქართველოს ლანგარზე დადებული თავისულება მოუვიდა, ხელისუფლებაში კი რუსული სოციალ დეოკრატების ქართული შტო მოვიდა, რომლის მიზანსაც რუსეთში ლენინის დამარცხების და სოციალ დემოკრატების მოსვლის შემდეგ, კვლავ მის შემადგენლობაში შესვლა იყო ავტონომიის უფლებით. აირჩა დამფუძნებელი კრება, რომელსაც ახალი ქართული სახელმწიფოს დაარსებისთვის უნდა ეზრუნა. ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერება დამფუძნებელი კრების არჩევნების პერიოდში აშკარად დაჩრდილა პარტიულ-კლანურმა ცნობიერებამ. დამფუძნებელი კრების წევრი ვერ გახდა ბევრი ცნობილი ეროვნული მოღვაწე, მათ შორის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი, იმჟამად უკვე საქვეყნოდ ცნობილი ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი. დამფუძნებელი კრების არჩევნებში სოციალ-დემოკრატებმა წარმოუდგენელ შედეგებს მიაღწიეს - დაამარცხეს არა მარტო ეროვნულ-დემოკრატები, არამედ სოციალისტური ორიენტაციის პარტიებიც. ამრიგად, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს დაეპატრონა უკვე სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკური ელიტა, რომელიც ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერების განმტკიცებაზე ვერ იზრუნებდა, რადგან თვითონ პარტიულ-კლანური ცნობიერების მატარებელი იყო. თუმცა მაინც იმ პერიოდს საქართველოს ისტორიისთვის და ხალხის ცნობიერებისთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა, მოსახლეობაში გაჩნდა გარკვეული ეროვნული სულისკვეთება (განსაკუთრებით ახალგაზრდებში), რაც ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს არსებობისთვის. ამ პერიოდში საქართველომ მრავალი წარმატება მოიპოვა სამხედრო მოქმედებებში სომხეთთან, ოსეთთან და რუსეთთან გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ხსლმძღვანელობით. 

No comments:

Post a Comment