Thursday, March 24, 2011

1) ადამიანის ცნობიერების ცვლილება საქართველოში


ჯგუფი №12-2
ტ.№ 898699274
ადამიანის ცნობიერების ცვლილება საქართველოში
გაჩდა სამყარო და  იმ დღიდან დაიწყო ცვლილებები ჩვენს სამყაროში, ვითარდებოდა და იხვეწებოდა სამყარო, იქმნებოდა ახალი, დავიწყებას ეძლეოდა ძველი . შეიცვალა ადამიანის  ცნობიერებაც. ჩვენს საზოგადოებაც არ არის გამონაკლისი, ისიც შეიცვალა და დღეს მოვიდა ისეთდ როგორსაც ვხედავთ, თუმცა კანონზომიერია რომ ის შეიცვლება. ადამიანის ცნობერების ცვლილებას აჩქარებს საზოგადოებაში მომხდარი ცვლილებები, რომელიც შესაძლოა იყოს პოლიტიკური, კულტურული, ტექნოლოგიური და სხვა.  
საქართველოში ბოლო საუკუნის განმავლობაში მრავალი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. შეიცვალა სახელმწიფო წყობილებები, შეიცვალა მრავალი პოლიტიკური იდეოლოგია:
1.      მონარქიული, შეიცვალა სოციალ დეომოკრატიულით, მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა (1918-21).
2.      შემდეგ საბჭოთა ანექსია და კომუნისტური მმართველობის 70 წელი.
3.      საბჭოთა რეპრესიები და მეორე მსოფილო ომის შემდგომი ცნობიერება
4.      ოთხმოციან წლებში ჩვენს ქვეყანაში დაიწყო ეროვნული მოძრაობა, რასაც ქართველი ერის ეროვნული გათავისუფლება მოჰყვა,
5.      შემდეგ იყო ძმათა ომი და სეპარატისტული რეგიონების კონფლიქტები, კომუნიზმის ტირანია შეცვალა ცუდად გაგებულმა თავისულებამ, თავისულებამ რომელიც ანარქიამდე ადიოდა,
6.       შემდგომ მოხდა ხელისუფლებათა რევოლუციური ცვლილებები, კომუნისტური წარსულის მთავრობა ჩაანაცვლა პრო დასავლურმა ახალგაზრდა მთავრტობამ, მას დიდ ნაკადად მოჰყვა დასავლური ფასეულობები, თუმცა ხშირად ეს სწორად ვერ გაიგო ხალხმა,
7.      2008 წელს მოხდა ტრაგედია საქართველო კვლავ ომში ჩათრეული აღმოჩნდა, რამაც ძირეული ცვლილებები მოახდინა ქვეყანაში. ყოველივე ამან გამოიწვია ადამიანინის ცნობიერების ფორმირება მრავალგზის.
ბოლო საუკუნის ცვლილებებთან დაკავშირებით მრავალი ინფორმაცია არსებობს, მაგ: ინტერნეტი, მუზეუმები, ადამიანთა გადმოცემა, მაშინდელი პერიოდული პრეზა, პერიოდისთვის დამახასიათებელი ხელოვნება და ლიტერატურა, ფოტო თუ ვიდეო მასალა. სწორედ მათი დახმარებით მსურს წარმოგიდგინოთ მომდევნო სტატიებში ჩემეული ხედვა ამ მოვლენებთან მიმართებაში.

No comments:

Post a Comment