Thursday, March 24, 2011

5) ცნობიერება მე-19 საუკუნის ბოლოს მე-20 საუკუნის დასაწყისში

Add caption
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში გამოჩნდა ახალი პროგრესულად მოაზროვნე თაობა, თერგდალეულების სახით, რომელთაც წინ წამოწიეს ეროვნული საკითხი. მათი მეცადინეობით დაარსდა წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ქართული ჯურნალ გაზეთები, ბანკი და ასე შემდეგ. მათი მიზანი იყო ქართველებისთვის აღედგინათ ეროვნული ფასეულობები. თერგდალეულთაგან გამორჩეული იყო ილია ჭავჭავაძე. რომლის თაოსნობითაც მრავალი ეროვნული საქმე გაკეთდა, მის საპატივცემოდ ქართველმა ერმა ერთერთ უნივერსიტეტს ილიას უნივერსიტეტი უწოდა.  გამოიცა წიგნი პირველკლასელთათვის, იაკობ გოგებაშვილის რედაქტორობით,  ამ წიგნით დღემდე მრავალი თაობა აღიზარდა, ამ ყველა ქართველისთვის პირველ და საყვარელ წიგნს დედაენა ჰქვია. 1917 წლის 8 თებერვალს გაიხსნა პირველი ქართული უნივერსიტეტი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა საქართველოს განვითარების საქმეში.აქვე უნდა ითქვას რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებში უნივერსიტეტი ყოველთვის თავის სიტყვას ამბობდა.

No comments:

Post a Comment