Thursday, March 24, 2011

4) ქართველი ერის ცნობიერების ჩამოყალიბება უხსოვარი დროიდან რუსეთის იმპერიასთან შეერთების ჩათვლით

მსაქართველოს დღევანდელი ცნობიერება სულ ცირე ოცდაათსაუკუნოვანი განვითარების შედეგია. XIX საუკუნის დამდეგს რუსეთის იმპერიის მიერ ქართული სამეფო-სამთავროების დაპყრობამ ძლიერი დარტყმა მიაყენა ქართულ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ცნობიერებას. საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოპოვების შემდეგ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ცნობიერებაზე უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამ (1811 წელს გაუქმდა მცხეთის საკათალიკოსო ტახტი, ხოლო 1814 წელს - აფხაზეთის საკათალიკოსო ტახტი). ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის უფლებების ფეხქვეშ გათელვამ და სამეფო სახლის წევრების რუსეთში გადასახლებამ, ისევე როგორც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამ და უძველესი ეკლესიის რუსი ეგზარქოსისათვის დაქვემდებარებამ, ცხადია, დიდი ზიანი მიაყენა ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ცნობიერებას. ქართველი ერის ცნობიერების ასეთმა დაკნინებამ გამოიწვია ისო რომ ქართველობა თითქმის გარუსების პირას მივიდნენ.(რუსეთი, მოთამაშე და წამმართველი შემდგომში საქართველოში განვითარებული მოვლენებისა)

No comments:

Post a Comment